ახალი ამბები

საწვავის ფასი შესაძლოა ისევ გაიზარდოს

იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასები მცირდება, საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო ეს ფაქტი საწვავის ღირებულებას არ ამცირებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვარელიშვილის განცხადებით, ფასების დასტაბილურება ნალებად სავარაუდოა.

,,ძირითადი ფაქტორი, რის გამოც წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასები 65 თეთრით გაძვირდა, ეს საერთაშორისო ფასების გავლენაა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ფასებთან მიმართებაში საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა და შემცირება შეინიშნება. ექნება თუ არა ამას ტენდენციის სახე, ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ბენზინის შემთხვევაში საერთაშორისო ფასები 1 ტონაზე 610 დოლარია, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია.

მაქსიმალური ფასი იყო 650 დოლარი. თუმცა მეორე ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რადგან ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურება საწვავის ფასზე დიდ გავლენას ახდენს.

ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე საცალო ქსელში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ მომხმარებელზე, არამედ კომპანიებზე, რადგან ასეთი მატების პირობებში გარკვეული დროის შემდეგ მოთხოვნა საწვავზე შემცირდება“. – განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისივე განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში საცალო ქსელებში საწვავზე ფასმა 5 თეთრით მოიმატოს.