ახალი ამბები

ლაგოდეხში ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე თხილის ბაღი დაიწვა

ლაგოდეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განთავსებული თხილის ბაღი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ბაღი ადგილობრივ ვახტანგ გიქორაშვილს ეკუთვნის.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ბრიგადები. მეხანძრე- მაშველების ჩარევის შედეგად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.