ამირან გამყრელიძე- ქვეყანაში სავარაუდოდ ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ უკვე გაიარა, არსებობს კლასტერები, რასაც ეპიდემიოლოგები უკვე სწავლობენ.
“დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში.
შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,”– ამბობს ამირან გამყრელიძე.