ავტომობილის ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილებისთვის მფლობელი 250 ლარით დაჯარიმდება
დღეიდან, ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე.
გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.
მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა ხდება “აიფონით” სარგებლობის შემთხვევაში – APP Store- დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობისას – PLAY Store- დან.