50 ლარით დაჯარიმდება არაუფლებამოსილი პირი, რომელიც შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით ისარგებლებს
დღეიდან შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობაზე ჯარიმა გაიზარდა.
საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირი 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება.
ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.