დავით გარეჯის გიდი – უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს
დავით გარეჯის გიდის ზვიად ანანიაშვილის ინფორმაციით, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.
„როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ“, – განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.