გურჯაანში მცხოვრებ ნინო მათიაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გურჯაანში მცხოვრებ 39 წლის ნინო მათიაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ნინოს მეგობრების თქმით, მას ერთი თვის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა. ქიმიოთერაპიის შემდეგ კი აუცილებელია ჩაუტარდეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
ანგარიშის ნომერი :
GE70BG0000000162523050 საქართველოს ბანკი
GE10TB7491545061100087 თიბისი ბანკი
GE52VT1000003889394506 ვითიბი ბანკი
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე