„ქინძმარაული“ რუსეთში იმპორტირებული ყველაზე ცუდი ღვინოების ჩამონათვალში ლიდერობს
„ქინძმარაული“ რუსეთში იმპორტირებული ყველაზე ცუდი ღვინოების ჩამონათვალში ლიდერობს.
რუსეთის ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტებმა მაღაზიების დახლებზე წარმოდგენილი იმპორტირებული ღვინოები გამოიკვლიეს და ანტირეიტინგი შეადგინეს. ექსპერტებმა 13 ქვეყანაში წარმოებული 120 დასახელების, 1000 რუბლამდე კატეგორიის ღვინო შეაფასეს.
ყველაზე ცუდი შედეგები ქართულმა ღვინომ – კერძოდ, „ქინძმარაულმა“ აჩვენა. ანტირეიტინგში სერბული „Броjаница Вранц“ და აფხაზური ცქრიალა ღვინო «Лыхны» მოხვდნენ. ექსპერტებს კითხვები ასევე მსოფლიო ორი ბრენდის – Martini Asti და Mondoro Asti-ს მიმართ გაუჩნდათ.
მარტში მათ ვარდისფერი ღვინო შეაფასეს, ამ რეიტინგში არც ერთი ქართული ღვინო არც ლიდერებში და არც აუთსაიდერებში არ აღმოჩნდა.