გაიცანით ბექა მაზანიშვილი- მომავალი მეწარმე გურჯაანიდან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ბექა მაზანიშვილი მალე საკუთარი ბიზნესის დაწყებას შეძლებს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ავრცელებს.
#ბექასამბავი სოციალური ქსელის ერთი შეტყობინებით დაიწყო და მის გარშემო გაერთიანდა თბილისის მერია, დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერიის თანამშრომლები და უბრალოდ, მისი გულშემატკივრები.
მისი გულშემატკივრების დახმარებით დამზადებული ხის ჯიხური უკვე ბექას კუთვნილებაშია და მალე, ხილ-ბოსტნითაც მოამარაგებს და დაიწყებს ვაჭრობას.
როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი სოფლის ნატურალური პროდუქტი იქნება.