2100 წლისთვის ზაფხული 6 თვე გაგრძელდება
Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა კვლევა,რომელმც აჩვენა , რომ 1952 წლიდან2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ 78 დღიდან 95 დღემდეა გაზრდილი. ჩვენი ზფხული, უვე 20 % -ით დიდია, ვიდრე ადრე. რაც საგრძნობლად შესამჩნევია.
2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზაფხული 6 თვიანი გახდება. გამოდის, რომ 1950 წელთან შედარებით, ზაფხული ორჯერ დიდი იქნება. მეტიც, ასეთი ზაფხული ბევრად უფრო ცხელი იქნება და ეს მეტ ხანძარს და კატაკლიზმებს გამოიწვევს.
ამ პროგნოზის მისაღებად მკვლევრებმა კლიმატის ისტორიული მონაცემები გამოიყენეს და გამოიკვლიეს, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი აქამდე. დადგინა, რომ წინ უფრო დიდი ცვლილებები გველოდება ვიდრე აქამდე იყო.
2100 წლისთვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული, საშუალოდ 166 დღე გაგრძელდება, რაც ყველა სხვა სეზონს შეამცირებს, ხოლო ზამთარს 31 დღემდე დაიყვანს. საბოლოოდ ყველაფერზე მოხდება ზეგავლენა, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზეც.
https://agupubs.onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1029/2020GL091753?fbclid=IwAR01Ph_x3WVKoWxtAnSMZ_t1pkCmbEVi7XSP8jmDndy_PkbnYsUr-r4dCGo