რა დამალეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში დასაქმებულმა პირებმა დეკლარაციებში – TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.
„გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება კახეთიდან იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო, ასე გამოიყურება:
ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული
ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული იყო 2016-2020 წლებში. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის წევრია. ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. მას ეს კომპანია 2020 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, თავისი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
პლატონ კალმახელიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
პლატონ კალმახელიძე ფლობს შპს “დი ბი ეს ჯგუფისა” და შპს “პარტნი-2” 50% წილს. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
,,თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.