რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას- გამოკითხვა
მეორე კვირაა კახეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. რეგიონში პირველ ეტაპზე ,,ასტრაზენეკას” 1900 ერთეული ვაქცინა შემოვიდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებზე გადანაწილდა და მედიკოსების ვაქცინაციას მოხმარდა.
რას ფიქრობენ თელავში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა აიცრან, Knews.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივების თქმით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, რაც ისევ შეზღუდვების შემოღების წინაპირობა იქნება.