კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. საქართველომ ვაქცინა აშშ-დან მიიღო.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. კონკრეტულად მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, მათ ექნებათ საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანი გააკეთონ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.