ახალი ამბები

ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი- სროლა სოფელ ჩუმლაყში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი. დაჭრილები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვის ავტომობილს მართავდა და მკვლელს ის იმ პიროვნებაში შეეშალა ვისი მკვლელობაც განზრახული ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, ურთიერთშელაპარაკება გახდა, როცა სამეგრელოს რეგიონიდან ატმის ბაღებში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა მამაკაცს, ერთ- ერთ ადგილობრივთან შეკამათება მოუვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით მიმდინარეობს. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

Knews.ge არკვევს დამატებით დეტალებს, რომელსაც უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.