ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო 100 დოზა ვაქცინის ცნობილ ადამიანებზე გამოყენებას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით შესაძლოა, 100 დოზა ვაქცინა გამოიყოს ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან.

“კარგად სჭირდება ამას დაგეგმვა თუ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით. შესაძლოა, ეს იყოს ცნობილი ჟურნალისტი, ნებისმიერი ასაკის ჯგუფის. შეიკრიბეთ და გვირჩიეთ, ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას. არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზეც მთელი მსოფლიო იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს.

ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, პირველივე ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის 30%-ს სურს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“ -განაცხადა გაბუნიამ.