სოფელ აკურაში ავარიის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავარიის შედეგად 39 წლის კაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.
დაშავებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში სხეულის მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.