NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არც პანდემიამდე მუშაობდა და არც – ახლა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და კვლავ უმუშევარია.
NDI-მ რესპოდენტებს დაუსვა კითხვა – “საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩამონათვალიდან რა შეესაბამება თქვენს მდგომარეობას”, გამოკითხულთა 27% ამბობს, რომ არ დაუკარგავს სამსახური და არც შემოსავალი შემცირებია.
კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ სამსახური დაკარგა და კვლავ უმუშევარია; 12% ამბობს, რომ არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა, 3% კი ამბობს, რომ სამსახური დაკარგა, თუმცა სხვა დაიწყო, 1%-ის თქმით კი კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლა დასაქმებულია.