საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა მიმდინარე კვირაში ჩამოვა
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას მიმდინარე კვირაში ელოდებიან. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯერ კიდევ 5 მარტს გააჟღერა.
საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზაზე. მინისტრის მოადგილის ცნობით, სწორედ მარტის დასაწყისში შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათავო ოფისთან და „კოვაქსის“ წარმომადგენელთან, რა დროსაც დეტალურად განიხილეს „ფაიზერის“ შემოტანის ყველა ეტაპი.
ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, თუმცა მედიკოსების აქტივობა დაბალია, ჯერჯერობით, დაბალია. ამ დრომდე მხოლოდ 4000-მდე ექიმია აცრილი.