ვახტანგ ჩიდრაშვილი თელავიდან- სამბოში მსოფლიოს ექვსგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სამბისტმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა საქართველო და თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტი ბევრჯერ ასახელა.
ის არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსჯერ მსოფლიოს და ოთხჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს ასევე სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.