ახალი ამბები

წნორში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტმობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა, როს შედეგადაც ავტომანქანის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

ექიმების განმარტებით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები და მოტეხილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.