საგარეჯოში მომხდარი გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”,-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ცხედრის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი მიიმალა.