თელავში მცხოვრებმა პარასპორტსმენმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა
თელავში მცხოვრებმა პარასპორტსმენმა, ლადო ჭინჭარაულმა პარასროლაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო თასის გათამაშება პარასროლაში 15-დან 26 მარტის ჩათვლით იმართება, სადაც ქართველმა პარასპორტსმენმა ლადო ჭინჭარაულმა, პარასროლაში ალ აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრიან დისტანციაზე, 8 საუკეთესო პარასპორტსმენს შორის, რიგითობით პირველმა, ფინალში გადაინაცვლა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ჭინჭარაული ასპარეზობას 24 მარტს დაასრულებს.