ახალი ამბები

საგარეჯოში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ცხედრის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლი მიიმალა, თუმცა იდენტიფიცირებულია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.