ახალი ამბები

კახეთში ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის შეწყვეტა არ იგეგმება.
“ვაქცინაცია შეწყდა მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში, სადაც რეანიმაციული სამსახური არ არის. რადგან ვაქცინაციისგან გამოწვეულ უკუჩვენებაზე იყოს სწრაფი და შესაბამისი რეაგირებები.
ამ დროისთვის აცრილი ადამიანების მდგომარეობა კარგია, ზოგს აღენიშნება გვერდითი მოვლენა მხოლოდ მაღალი ტემპერატურის სახით, ჩვენ აქტიურად ვამოწმებთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ ვწყვეტთ მათთან კონტაქტს” –განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
კახეთის რეგიონში კორონავირუსზე ვაქცინაცია ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის რეგიონში ვაქვინაცია 67 მედიკოსს ჩაუტარდა.