თელავის ორ საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
თელავის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
დაინფიცირებულები ახლა სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ორივე სააღმზრდელო დაწესებულებიდან 88 აღსაზრდელი და 9 აღმზრდელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
არ არის გამორიცხული აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ბაღების გაერთიანებამ მიიღოს.