ახალი ამბები

ველისციხეში ქალის ცხედრის პოვნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაახლოებით 2 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარს შვილი საძინებელში ინახავდა.

მეზობლების თქმით, შვილი ქალი ფაქტის შესახებ მალავდა და საძინებელში გარდაცვლილთან ერთად ეძინა.

მეზობლების ინფორმაციითვე, ასაკოვანი ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის გარდაცვლილია. მეზობლები მძიმე სუნმა შეაწუხა, რის გამოც მათ პოლიცია გამოიძახეს.

ქალს სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.