კახეთში კორონავირუსის ვაქცინა 67-მა მედიკოსმა გაიკეთა
კახეთის რეგიონში კორონავირუსზე ვაქცინაცია ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის რეგიონშო 67 მედიკოსს ჩაუტარდა ვაქცინაცია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, 67 მედიცინის მუშაკიდან კორონავირუსის ვაქცინით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 10, გურჯაანში 10, ახმეტაში 10, დედოფლისწყაროში 10 და თელავში 27 პირი აიცრა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაცია კახეთის რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს და გართულებებს ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, კახეთში ,,ასტრაზენეკას” 1900 ერთეული ვაქცინა შემოვიდა. პირველი ვაქცინა კახეთის რეგიონში 15 მარტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაკეთდა. ვაქცინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა გაიკეთა.
მისი თქმით, კახეთში კორონავირუსზე ამცრელ დაწესებულებად 13 სამედიცინო ცენტრია დარეგისტრირებული მათგან თელავში 4, საგარეჯოში -3, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თითო დაწესებულება.
ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, 500 ერთეული ვაქცინა საგარეჯოში,500 გურჯაანში, 600 თელავში და 300 ახმეტაში გადანაწილდება.