ახალი ამბები

ცივი იარაღის მუქარით თელავში მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს

ცივი იარაღის მუქარით თელავში, მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს.

ერთ- ერთ სავაჭრო ობიექტს, რომლის მფლობელი ყურბან თემურ ოღლია, ორი უცნობი პირი თავს დაესხა და იარაღის მუქარით მაღაზიის მფლობელს, 50 ლარი გასტაცა.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მაშინვე მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, სავარაუდო ბრალდებულები მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მოხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, სამინისტროში დაზუსტება მიმდინარეობს.