მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად პედაგოგების ნომინირება დაიწყო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მისაღებად პედაგოგების ნომინირება დაიწყო.
აღნიშნულ კონკურსს განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
,,უნდა აღინიშნოს რომ პროექტის ერთ-ერთ აქტიური მხარდამჭერია კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (ctc), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი მეხუთედ ტარდება და მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. რჩეული მასწავლებლის წარდგენა/ნომინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჯილდოს ვებ-გვერდის საშუალებით. გასულ წლებში 6500 მასწავლებელი იყო ნომინირებული. გვჯერა, რომ თქვენი მუნიციპალიტეტის ჩართულობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი სკოლების, მასწავლებლების მონაწილეობას და მათ წარმოჩენას ეროვნულ დონეზე”,- აცხადებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გუნდის წარმომადგენლები.