იაპონიის საელჩოს დაფინანსებით კახეთში სამი პროექტი განხორციელდება
იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, კახეთის რეგიონში განსახორციელებელი, სამი პროექტის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, თელავის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში (GGP) და გულისხმობს ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.
ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთი ეხება თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
ასევე მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის კი მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა.