თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი- გადაცემა ღია სტუდია
რადიო ,,კახეთის ხმის” გადაცემა ,,ღია ეთერი” ყოველ ორშაბათს გადის ეთერში და სადაც საუბარია კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემა ონლაინ რადიოს და ,,კახეთის ხმის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. გადაცემის თემა შეეხება ქალაქ თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა თელავის ქუჩებში ახალი ავტობუსები გამოჩნდნენ, ამ დროისთვის ზუსტი მარშრუტები და ტრანსპორტის გადახდის სისტემა არ არის ცნობილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შეიქმნა სპეციალური არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 20 მძღოლი.
გარდა ამისა, მერიის მიერ ასევე დამუშავებულია ავტობუსების გადაადგილების სავარაუდო 4 მარშრუტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიას მოიცავს. თელავს პირველ ეტაპზე 5 ახალი ავტობუსი გადაეცა. მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტს დამატებით 5 ავტობუსი გადაეცემა. საბოლოო ჯამში 2022 წელს , ქალაქს 40 ავტობუსი ექნება, რომელიც როგორც უშუალოდ ქალაქს, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოემსახურება.
ავტობუსები მუშაობას დილის რვა საათზე იწყებენ და საღამოს 8 საათამდე მოძრაობენ. საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე და ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პირველ ეტაპზე 10 ავტობუსი ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს, მეორე ეტაპზე კი 30- მდე ავტობუსი შემოვა და მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ასევე დასრულდა 40 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა.