გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალი გაქურდეს
გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალი დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს. ამ დროისთვის სერვის- ცენტრის მუშაობა შეჩერებულია.
თანამშრომლების განცხადებით, უქმე დღეების შემდეგ, სამსახურში მისულებს ოფისის კარები დაზიანებული დახვდათ. ფილიალის მენეჯერი, ნინო ბეკოშვილი აცხადებს, რომ ოფისიდან ტექნიკაა წაღებული და სავარაუდოდ, დაკარგულია ორგანიზაციის ბეჭედიც.
“ჩემი და ფილიალის მენეჯერის ოთახების კარი დაზიანებულია. წაღებულია ოთხი მონიტორი და ლეპტოპი. დილით რომ მოვედით ასე დაგვხვდა. საკრებულოს კარს რომ კეტავს დარაჯი, ჩვენი ოფისიც დაცულია. ცალკე დაცვა არ გვყავს. გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე სართულზეა განთავსებული”,– განაცხადა ბეკოშვილმა.
ამ წუთებში, ოფისში სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმდებებს ატარებენ.