კახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
დღეს, კახეთის რეგიონში, ისევე როგორც, მთელი ქვეყნის მასშტაბით COVID- 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების პროცესი დაიწყო.
რეგიონში ვაქცინაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო. პირველმა, COVID- 19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა ჩაიტარა.
კორონავირუსზე ამცრელ დაწესებულებად რეგიონში 13 სამედიცინო ცენტრია დარეგისტრირებული. კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ასტრაზენეკას” 1900 დოზა ჩამოვიდა.