ახალი ამბები

კახეთში ამცრელ დაწესებულებად 13 სამედიცინო ცენტრი დარეგისტრირდა

კახეთის რეგიონში, ვაქცინაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო. პირველმა, COVID- 19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა ჩაიტარა.

კორონავირუსზე ამცრელ დაწესებულებად რეგიონში 13 სამედიცინო ცენტრია დარეგისტრირებული. კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ასტრაზენეკას” 1900 დოზა ჩამოვიდა.

,,ვაქცინაცია დაიწყო 15 მარტს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, 17 მარტს კი დანარჩენ მუნიციპალიტეტში დაიწყება. სულ კახეთში კოვიდ 19 -ზე ამცრელ დაწესებულებად დარეგისტრირებულია 13 დაწესებულება, მათგან თელავში 4, საგარეჯოში -3, დანარჩენ რაიონებში თითო -თითო”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.