ახალი ამბები

ახმეტაში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო.

პროგრამის ქოუჩი გვანცა მოლაშვილი აცხადებს, რომ WEEL Shuttle არის ქალთა პიროვნული განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემში ქალების ჩართულობის გაზრდას, მათ მხარდაჭერას საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებასა და დასაქმებაში.

მისი თქმით, პროგრამა მოიცავს ექვს თვიან ტრენინგებს (კვირაში 2 ჯერ, 3 საათის განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეირჩევა ძლიერი მოტივაციის მქონე 15 მონაწილე ახმეტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

“თუ დაინტერესებული ხარ პიროვნული განვითარებით, საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებით, დასაქმებით ან სამოქალაქო ჩართულობით, შემოუერთდი პროგრამას და გაიუმჯობესე უნარ-ჩვევები დასახული მიზნების მისაღწევად. “- აცხადებს გვანცა მოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ყურადღება მიექცევა აუცილებლად იყვნენ ჩართულები მოწყვლადი ჯგუფებიც.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfNylvsAfacR3O1RiQmdo-WAB57oYhiKmX2fIo5Q53cmIbYg/viewform