თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა როკ ჟანრის სიმღერის პრემიერა გამართეს
თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა სიმღერის პრემიერა გამართეს. საბა და გურამ სულხანიშვილებმა მუსიკა შექმნეს და ვიდეო კლიპიც გადაიღეს.
გურამ სულხანიშვილის განცხადებით, მუსიკა ფსიქოდელიური პოსტ როკ ჟანრის არის. მათი ბენდი ძირითადად ექსპერიმენტულ ჟანრში მუშაობს.
,,სიმღერა ეხება ადამიანის შინაგან მდგომარეობას, რომლის გამოხატვაც უჭირს გარემოებებიდან გამომდინარე. ტექსტშიც ნათლად ჩანს, რომ ადამიანს გამოღვიძება ესაჭიროება. ვიდეოს თანწყობაც ზუსტად ტექსტზე და მუსიკაზე დაყრდნობით დამზადდა. ეს გახლავთ ფსიქოდელიური პოსტ როკ ჟანრი. ჩვენი ბენდი ძირითადად ექსპერიმენტულ ჟანრში მუშაობს.
ტექსტზე იმუშავა ჩემმა ძმამ საბა სულხანიშვილმა. ინსტრუმენტული მუსიკა დავწერე მე და ასევე დაგვეხმარა მიხეილ ჩიტაშვილი ბასის ჩაწერაში”, -განუცხადა Knews.ge-ს გურამ სულხანიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე აპირებენ ფან კლუბის შექმნას, სადაც 10 ადამიანი იქნება და ისინი ყველა live კონცერტზე ივლიან მათთან ერთად.
,,გარდა ამისა, ვაპირებთ დავამზადოთ მაისურები ბენდის ლოგოთი. ამჟამად გვაქვს დაახლოებით 10 ჩანაწერი და ასევე ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელიც მალე გამოქვეყნდება.
მსმენელს შეუძლია გამოიწეროს Beyond Moonlight- ის გვერდები Spotify, Youtube, Facebook, Instagram. ჩვენი რამდენიმე ნამუშევარი ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმაზე როგორებიცაა Tiktok, Deezer Apple Music, Amazon Music და ა.შ”,– განაცხადა გურამ სულხანიშვილმა.