გურჯაანში ინოვაციების ცენტრი გაქურდეს, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა
ქალაქ გურჯაანში მდებარე ინოვაციების ცენტრი გაქურდეს. ტექნო-პარკიდან ათამდე კომპიუტერია წაღებული.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე დაკავებულია დაწესებულების თანამშრომელი. ტექნო-პარკის დირექტორი, ეკა ცისკარაშვილი, ქურდობის ფაქტს ადასტურებს.
მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. აღნიშნულ შემთხვევაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გურჯაანის ტექნო -პარკი, 2020 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა.