გურჯაანში კორონავირუსით ორ წლამდე ასაკის ბავშვები დაინფიცირდნენ
გურჯაანში კორონავირუსი ორ წლამდე ასაკის ორ ბავშვს დაუდგინდა.
ისინი სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში დაფიქსირებულ შემთხვევებთან არიან კავშირში.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით სოფელში ეპიდკვლევა დაიწყება.
“სოფელ კაჭრეთში, ხვალიდან ეპიდემიოლოგები შემოვლას დაიწყებენ და ყველაფერს ადგილზე შეისწავლიან. თუ საჭირო იქნება, ეპიდემიოლოგების დიდ ჯგუფსაც შევქმნით და ისე გამოვიკვლევთ შექმნილ ვითარებას”,- განაცხადა მანანა გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში, კორონა ვირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც კოლეჯი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს.