სიღნაღში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტმა “ასტრაზენეკას” 300 დოზა მიიღო, რომლითაც პირველ რიგში მედიკოსების აცრა მოხდება.
ვაქცინაცია ქალაქ წნორში მდებარე “შპს არქიმედეს კლინიკაში” სპეციალურად მოწყობილ ამცრელ კაბინეტში განხორციელდება.