თელავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა მუშაობა განაახლა
თელავის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლმა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა.
დაწესებულების დირექტორი ეკა კობახიძე აცხადებს, რომ ბავშვებს მეცადინეობებზე დასასწრებად გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ.
,,შემოსვლამდე მოსწავლე გადის დეზობარიერს, იკონტროლებს ტემპერატურას და იმუშავებს ხელებს. ვისაც სურს, მეხუთე კლასამდე ატარებს პირბადეს. ზემო კლასებში კი სავალდებულოა. ასევე იქცევა პედაგოგიც გაკვეთილზე შესვლამდე. თითო ჯგუფში იქნება მხოლოდ 5 ბავშვი, რომლებიც ერთმანეთთან დისტანციურად უნდა ისხდნენ. მშობელი შენობაში არ დაიშვება”,- განაცხადა კობახიძემ.
თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში 20- ზე მეტი სექციაა, სადაც სხვადასხვა ასაკის 300- ზე მეტი მოსწავლე მეცადინეობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სახლი ოქტომბერში დაიკეტა და მას შემდეგ, მოსწავლეები აღარ მიუღია.