კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
კახეთში, კორონავირუსით 117- ე პაციენტი გარდაიცვალა.
დაინფიცირებული თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 73 წლის ქალი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან იყო.
რეგიონში დღეს COVID- 19- ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რამდენიმე თვის მინაცემებით ვირუსი სულ 11 844 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 200 ადამიანს აღწევს, აქედან 169 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 31 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 14- მდე გაიზარდა. ვირუსი კი ჯამში 11 527- მა პაციენტმა დაამარცხა.