ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ავარიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კრიტიკულია მძღოლის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

თვითმხილველების თქმით, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ავტომობილის მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.