საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა დღეს საქართველოში შემოვიდა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.
„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.