სიღნაღში ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ქალქაში არსებულ საბავშვო ბიბლიოთეკაში მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება. სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი სივრცის არსებობა, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს.
მათივე განცხადებით სივრცე გაზაფხულიდან ამოქმედდება. ამისათვის კი მათ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყვეს.
სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტო“ სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, ახორციელებს – „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში სიღნაღში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა. კვლევები ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში : 14-17 წწ, 18-25 წწ და 26-29 წწ;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უკვე მოხდა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, რომელზე დაყრდნობითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. უწყებაში განმარტავენ, რომ სტრატეგიის დოკუმენტი განხილვის ეტაპზეა.