რაში დაეხმარება მეღვინეებს ღვინისა და გიდის ონლაინ სკოლის გახსნა კახეთში
კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ღვინისა და გიდის ონლაინ სკოლას გახსნის. კახეთის მაშტაბით 14 მარანში გადაღებული თეორიული ვიდეო მასალები სპეციალურად შექმნილ ვებ პლათფორმაზე განთავსდება.
DMO – ” Visit Kakheti-ს ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო ლექციები მოიცავს მრავალფეროვან თემატიკას, რაც კავშირშია ღვინის ტურიზმის განვითარებასთან.
მისი თქმით, აღნიშნული ვიდეო პროდუქტები დაეხმარებიან,როგორც დამწყებ მეღვინეებს სწორად დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი პროდუქტი, ასევე ტურ-ოპერატორებს გაუწიონ პოპულარიზაცია ღვინის ტურიზმს და შეძლონ სერვისების ტურისტებისთვის შეთავაზება.
ონლაინ სკოლა USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.