ახალი ამბები

ყვარელში ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ყვარელში, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, “TOYOTA CAMRY“- ის მარკის ავტომობილი “ურალის” მარკის მოტოციკლეტს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მძღოლმა სხეულის მრავლობითო მოტეხილობა მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.