იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი კახეთის სასტუმროებს ჰყავდათ
იანვარში, საქართველოს სასტუმროების ფაქტობრივმა დატვირთულობამ 6% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 8% თბილისში. სხვა რეგიონებში 12% და 20% კახეთში.
„თიბისი კაპიტალის“ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა შემცირდა კახეთში, ზღვისპირა სასტუმროებში და სხვა რეგიონებში, ხოლო თბილისში გაიზარდა.
არსებული ჯავშნების მიხედვით, იანვარში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და ზღვისპირა სასტუმროები მოყვება. კახეთის სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზეს მომხმარებლებს.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და წ/წ -65% შეადგინა.
რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 25-31 იანვრის პერიოდში წ/წ -61%-ს შეადგენს.