მოვაჭრეებმა თელავის ახალ აგრარულ ბაზარში მუშაობა დაიწყეს
თელავში ახალმა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა სატესტო რეჟიმში დაიწყო. ბაზარში მუშაობა გამყიდველებმა უკვე დაიწყეს.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოვაჭრეების რიცხვი მცირეა, თუმცა მათი რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ადგილზე უკვე მოწყობილია დახლები, სათანადო ინფრასტრუქტურა და საპარკინგე სივრცე.
აგრარულ ბაზარში ამ ეტაპზე სასურსათო პროდუქტით და ტანსაცმლით ვაჭრობაა შესაძლებელი.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური