ახალი ამბები

სოფელ ლაფანყურში ხანძარია

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში.

არსებული ინფორმაციით, სოფელთან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, ერთ ჰექტარ ფართობზე, ეკალ- ბარდი იწვის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად, ხანძრის ლოკალიზებას, მეხანძრე -მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.