თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ხუთი მგზავრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ- კრიმინალისტები.